ფიცო: ზელენსკის ომი სჭირდება
ზელენსკის ომი სჭირდება, რადგანაც ვიდრე ომი გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ შეერთებულ შტატებში კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო, თუმცა რუსეთს უსაფრთხოების სერიოზული მიზეზები ჰქონდა, რადგანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით. ფიცოს, თქმით, ევროპა უნდა დაეხმაროს ამერიკის პრეზიდენტს, რომ ომი დასრულდეს და არ შექმნას მისთვის დაბრკოლებები
