ომის დასრულების პერსპექტივა
ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. ამერიკის პირველი პირები ზელენსკის დიქტატურაში სდებენ ბრალს და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ტრამპი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ზელენსკის მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი პოზიციით იმედგაცრუებული ზელენსკი კი მოლაპარაკებებში ევროპელი ლიდერების ჩართვას მოითხოვს. ასევე გაურკვეველი რჩება, შედგება თუ არა ვაშინგტონსა და კიევს შორის იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმება. დღეს რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარე შეთანხმების ხელმოწერას დათანხმდა, რაც ოფიციალურად არ დადასტურებულა
