ისტორია გრძელდება
ღირსების ორდენი ჩვენი ქვეყნის მორიგი წარმატებისთვის. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია დაძაბულ ბრძოლაში 62:60 დაამარცხა და ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ პრემიერმა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
