„მე მიყვარს USAID-ი“ - ამ შინაარსის პლაკატებით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა
„მე მიყვარს USAID-ი“ - ამ შინაარსის პლაკატებით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მხარდაჭერა სამსახურიდან გათავისუფლებულ USAID-ის თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომლებიც ოფისს ტოვებდნენ. გუშინ ფედერალურმა მოსამართლემ კარლ ნიკოლსმა ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა, სააგენტოს ორი ათასზე მეტი თანამშრომელი უვადო შვებულებაში გაეშვა. იქამდე მას ტრამპის განკარგულება დაბლოკილი ჰქონდა