პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილნი არიან საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო საქართველოსა და დანიის კალათბურთელთა ნაკრებების მატჩს. მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა
