დონალდ ტრამპმა არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრაუნი პოსტს 2023 წლიდან იკავებდა. სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილ მფრინავს ღიად აკრიტიკებდა ამერიკის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი. გასულ წელს მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა ჩარლზ ბრაუნს, რადგან, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ეგრეთ წოდებული „ვოუქიზმის“ დღის წესრიგს უჭერდა მხარს. პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, ბრაუნს სამხედრო საჰაერო ძალების თადარიგის გენერალი დენ ქეინი ჩაანაცვლებს
