ალექსეი არესტოვიჩი: გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მტკიცებით, გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა. „რეცეპტი უბრალოა - თქვენ მსხვერპლი ხართ, მსხვერპლისთვის კი ყველაფერი შეიძლება, ჩვენ ფულს მოგცემთ. საბედნიეროდ, ვერ მოასწრო, მაგრამ ძალიან ახლოს იყო. თუ უკრაინას სურს იყოს, როგორც ისრაელი და არა როგორც „ჰამასი“, ერთადერთი, უნდა ახსოვდეს, რომ სუბიექტურობა ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა თვითნებობას” - წერს არესტოვიჩი