Financial Times: რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს განკარგულება მისცა, ქვეყანაში დასავლური კომპანიების დაბრუნებისთვის მოემზადონ
რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს განკარგულება მისცა, ქვეყანაში დასავლური კომპანიების დაბრუნებისთვის მოემზადონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 21 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ სურს, რუსულ კომპანიებს გარკვეული უპირატესობები ჰქონდეთ იმ უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც რუსულ "ბაზარზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. როგორც Financial Times-ი წერს, პუტინის ნათქვამი პირველი მიმანიშნებელია იმის, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავს დასავლური კომპანიების უკან მიღებას მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულ მასშტაბიან შეჭრას კომპანიების მხრიდან ბაზრის მასობრივი დატოვება მოჰყვა
