საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანია დაამარცხა და „ევრობასკეტზე" ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს
მიზანი მიღწეულია. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია დაძაბულ ბრძოლაში 62:60 დაამარცხა და ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა მეტოქეს 11 კალათბურთელით აჯობა და ზაფხულში კონტინენტის პირველობაზე მეექვსედ ითამაშებს
