გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი
გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. უქმდება ოზურგეთი-თბილისის რეისი, ბათუმი-ოზურგეთის, რიონი-ქუთაისის, თბილისი-ოზურგეთის, ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმის რეისები. განცხადებაში წერია, რომ ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ
