უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მოყინული მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები
უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მოყინული მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად ხორციელდება ტექნიკური მარილის დაყრა. მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდით ღონისძიებებს ეცნობოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად. როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი
