„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას საჯაროდ გამოჩენას და „რადიო თავისუფლებასთან” მის ინტერვიუს აფასებს, სადაც ალასანიამ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა
„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას საჯაროდ გამოჩენას და „რადიო თავისუფლებასთან” მის ინტერვიუს აფასებს, სადაც ალასანიამ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. ქადაგიძე წერს, რომ „როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის ბევრად უფრო მისაღებია ის, თუ რა ხდებოდა 2003-12 წლებში”. განცხადებაში წერია, რომ კარგად იციან რას წარმოადგენს ალასანია და რა შეუძლია ავნოს საკუთარ ქვეყანას, თუკი პატრონები უბრძანებენ. როგორც „ხალხის ძალის” წევრი აღნიშნავს, მას მაღალი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს
