დონალდ ტრამპი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს და საფრანგეთის პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა Fox News-თან რადიო ინტერვიუში განაცხადა. ცნობისათვის, მომავალ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი ვაშინგტონში ჩავლენ და თეთრი სახლის ლიდერს შეხვდებიან
