პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და დანიის კალათბურთელთა ნაკრებების მატჩს დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და დანიის კალათბურთელთა ნაკრებების მატჩს დაესწრო. მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა
