დე ნირო სერიალში
რობერტ დე ნიროს პირველი როლი სერიალში - ორგზის ოსკაროსანი, 81 წლის მსახიობი პოლიტიკურ თრილერში „ნულოვანი დღე“ მთავარ გმირს ასახიერებს. სიუჟეტი ამერიკაში მძლავრი კიბერშეტევის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. თემის აქტუალობისა და ლეგენდარული მსახიობის მონაწილეობის გარდა, სერიალის მიმართ ინტერესს ცნობილი ყოფილი ჟურნალისტების მიერ შექმნილი სცენარიც ამძაფრებს. „ნეტფლიქსის“ ახალი რეიტინგული მინისერიალი ციფრულ პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები