პრეზიდენტი ვაზიანის ბაზაზე
პრეზიდენტი დღეს ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა. მიხეილ ყაველაშვილი სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსა და ბაზაზე არსებულ ვითარებას გაეცნო. პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაგეგმილი პროექტების შესახებ, ასევე დაესწრო აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ გამართულ პრეზენტაციას
