უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ცნობილია
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ცნობილია - ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ინგლისის „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრები 4-5 მარტს საპასუხოები კი 11-12 მარტს გაიმართება. „ლივერპულის“ დამარცხების შემთხვევაში პარიზის გუნდი მეოთხედფინალში „ბრიუგე“ - ასტონ ვილას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. კვარაცხელია „სენ-ჟერმენში“ იანვარში გადავიდა და ყველა ტურნირზე გამართულ 8 თამაშში მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია.
