რუსთავის მერია, ორი ახალი პროგრამის - შაბათ-კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტების განხორციელებას იწყებს
რუსთავის მერია, ორი ახალი პროგრამის - შაბათ-კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტების განხორციელებას იწყებს. პროექტები რუსთაველ სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს რუსთავის მერმა გააცნო. შაბათ-კვირის სპორტული სკოლა, 10-დან 16 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის, სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში თეორიული ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობა იქნება.
