„გასული კვირა ევროპისთვის რკინის ფარდის დაცემის შემდეგ ყველაზე ბნელი იყო“ - წერს გამოცემა „ეკონომისტი“
„გასული კვირა ევროპისთვის რკინის ფარდის დაცემის შემდეგ ყველაზე ბნელი იყო“ - წერს გამოცემა „ეკონომისტი“. სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინა იყიდება, რუსეთი რეაბილიტირდება, ევროკავშირს კი შეერთებული შტატების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. „ეკონომისტი“ წერს, რომ ვაშინგტონი კრემლთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე ატარებს, თუმცა ევროკავშირისთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელებას არ გეგმავს. პირიქით, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს.
