ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა, მათ ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში, ითანამშრომლონ და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებასა და საარჩევნო პროცესებში აქტიურ მონაწილეობას.
