„ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ - 3-დღიანი ტრენინგი „რუმსში“ დასრულებულია
3-დღიანი ტრენინგი „რუმსში“ დასრულებულია. „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ესწრებოდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. ორგანიზატორები მედიასთან არ ჩნდებიან, ტრენინგის მონაწილეები კი ამბობენ, რომ საუბარი იყო ევროკავშირზე. თუმცა ტრენინგზე საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც რომ იქნებოდა, ამაზე ერთ-ერთი მონაწილე საუბრობდა.
