გახარიას პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს, თუმცა ამ დრომდე მათ არც სადეპუტატო მანდატებზე და არც საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ უთქვამთ
გახარიას პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს, თუმცა ამ დრომდე მათ არც სადეპუტატო მანდატებზე და არც საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ უთქვამთ. მიმდინარე წელს ორი თვის განმავლობაში პარტიამ ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით 200 000 ლარზე მეტი მიიღო. წლიურად კი 1 3000 000 ლარზე მეტს მიიღებს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის გახარიას პოზიცია მიუღებელია, მმართველი გუნდი კი გახარიას პარტიის ქმედებებს პოლიტიკურ პარაზიტობას უწოდებს.
