პლატფორმა „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებელი ფულის შეგროვების მოწოდებით გამოდის
პლატფორმა „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებელი ფულის შეგროვების მოწოდებით გამოდის. ინიციატივა გიორგი ჩუგოშვილს ეკუთვნის. სწორედ ის არის იმ პლატფორმის დამფუძნებელი, რომელშიც ბიზნესკომპანიები არიან გაერთიანებული, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც რუსულ ბაზარზე ვაჭრობენ. პლატფორმა რამდენიმე თვის წინ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიქმნა. ინიციატივას, რომელსაც ჩუგოშვილი დემოკრატიის განვითარებას უკავშირებს, არასერიოზულს უწოდებენ მმართველ გუნდში.
