უკვე მეორე დღეა დონალდ ტრამპი ქართული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების კრიტიკის და შეურაცხყოფის ობიექტია
უკვე მეორე დღეა დონალდ ტრამპი ქართული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების კრიტიკის და შეურაცხყოფის ობიექტია. ანტიამერიკული კამპანია განსაკუთრებით მძაფრია სოციალურ ქსელში. ტელეკამერებთან კი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ იზიარებენ დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინის პრეზიდენტთან მიმართებაში. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ისევ გარე დაკვეთებით და ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს. ამ დრომდე უცნობია როგორია ამ კამპანიაზე ამერიკის საელჩოს პოზიცია, დიპლომატიური წარმომადგენლობა „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს.
