დღეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეა
დღეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ეხმიანება ქვეყნის პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ პირველმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას. საქართველოს მოქალაქეებს პირველი კონსტიტუციის დღეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუცია მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.
