საქართველოს პრეზიდენტი ვაზიანში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი ვაზიანში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა. მიხეილ ყაველაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. უმაღლეს მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. პრეზიდენტს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ნაწილის ინფრასტრუქტურა – ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი და სპორტული დარბაზი დაათვალიერა.
