პრეზიდენტი ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე სამართლიანად არის გაბრაზებული - ეს კომენტარი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა
პრეზიდენტი ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე სამართლიანად არის გაბრაზებული - ეს კომენტარი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. მარკო რუბიოს თქმით, ეს ხალხისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენსაც ხშირად აბრაზებდა. სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მადლიერების ნაცვლად, ვაშინგტონისგან მუდმივად რაღაცას ითხოვდა. მარკო რუბიომ რუსეთთან დიალოგის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის თქმით, მოსკოვი გლობალურ ძალას წარმოადგენს და მასთან კომუნიკაციის არქონა არაგონივრულია.
