„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპის გარემოცვაში ამბობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის და მსოფლიოსთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ის უკრაინას დაუყოვნებლივ დატოვებს და საფრანგეთში გადასახლდება
„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპის გარემოცვაში ამბობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის და მსოფლიოსთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ის უკრაინას დაუყოვნებლივ დატოვებს და საფრანგეთში გადასახლდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვაში მომხრე თითქმის აღარ ჰყავს. ნიუ იორკ ტაიმსს წყარომ უთხრა, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობების დაძაბვა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხოლო, რაც შეეხება უკრაინაში არჩევნების გამართვას, ამ საკითხს თეთრ სახლში ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც განიხილავდნენ.
