სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, რვა ადამიანი დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
