აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, თბილისში, დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, თბილისში, დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკო. მწერლისა და ისტორიო გრაფის დაბადებიდან 151 წელი გავიდა. დიმიტრი გულია არა ერთი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება არა ერთი ნაწარმოების თარგმნა აფხაზურ ენაზე, მათ შორის არის ვეფხისტყაოსანი.
