გადაუღებელმა თოვამ კახეთში პრობლემები შექმნა
2 დღიანმა გადაუღებელმა თოვამ, კახეთში პრობლემები შექმნა. რვავე მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტო ტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. გზის ამ მონაკვეთზე ვითარებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა ელექტრო მომარაგების კუთხითაც, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური, საგანგებო რეჟიმით მუშაობს.
