მაღალმთიან რეგიონებში მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ყველა სახის ავტო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე.
