ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით, ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა
ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით, ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკო თერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოიხსნა ეგრეთ წოდებული სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება
