დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს
დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე „თბილისი არენის“ დარბაზში დანიის ნაკრები იქნება და გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები კონტინენტის პირველობის საგზურს ზედიზედ მეექვსედ მოიპოვებენ. მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშობს და მის განკარგულებაში ოპტიმალური შემადგენლობაა. საქართველო-დანიის მატჩი „თბილისი არენის“ დარბაზში 20:50 საათზე დაიწყება.
