„ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის
„ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ მიღებული ცხედარი არ არის შირი ბიბასის ან სხვა რომელიმე მძევლის. ეს არის შეთანხმების უხეში დარღვევა „ჰამასის“ მხრიდან,“ - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.
