ისრაელის ქალაქებში ბათ-იამსა და ხოლონში ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა
ისრაელის ქალაქებში ბათ-იამსა და ხოლონში ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა. აფეთქებისას ავტობუსებში არავინ იმყოფებოდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა იყო. სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები კიდევ ორ ავტობუსში აღმოაჩინეს.
