ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 150 მოსწავლისთვის გათვალისწინებული, თანამედროვე სტანდარტების სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გახსნა. სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და სპორტული დარბაზი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
