მეორე დღეა დონალდ ტრამპი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია
მეორე დღეა დონალდ ტრამპი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა განცხადებებს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, შეურაცხმყოფელი და ღიმილის მომგვრელია ოპოზიციონერთა ფერისცვალება, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, თუმცა ანტიამერიკულ ნარატივზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მათთვის არახელსაყრელი განცხადებები გააკეთა.
