გოგი თოფაძე დაკრძალეს
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გოგი თოფაძე დღეს დაკრძალეს. ოჯახს და ახლობლებს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიუსამძიმრეს. ის 1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე, ასევე საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2005 წელს გოგი თოფაძე ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
