საქართველოს საპასუხისმგებლო როლი
საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების დაარსებიდან 20 წლის თავზე, საქართველო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მთავარი მიზანი, რეგიონული თანამშრომლობის წახალისება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესის განვითარებაა, განსაკუთრებული აქცენტი კი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდება. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ვენაში გაიმართა, საქართველოს დელეგაცია, ორგანიზაციის სამდივნოსა და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ
