სპეცოპერაცია - 2 დაკავებული
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - ამ ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი მოქალაქე დააკავა. კონტრტერორისტული ოპერაციები თბილისსა და რეგიონში, ერთდროულად ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფული და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
