„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევლის ცხედარი წითელ ჯვარს გადასცა
„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევლის ცხედარი წითელ ჯვარს გადასცა. მოძრაობამ 32 წლის შირი ბიბასი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი, ასევე 83 წლის მამაკაცი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებიდან გაიტაცა. საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხედრები ისრაელის თავდაცვის ძალებს უკვე გადასცა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან, მოძრაობამ 24 მძევალი გაათავისუფლა. შაბათს კიდევ რამდენიმე მძევლის გათავისუფლებაა დაგეგმილი
