დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რვა ლათინურ-ამერიკული კარტელი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რვა ლათინურ-ამერიკული კარტელი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. საუბარია ვენესუელის, ელ-სალვადორის და მექსიკის დაჯგუფებებზე. ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნულ შავ სიაში ლათინო-ამერიკული კარტელების შეყვანა უჩვეულოა, ვინაიდან ტერორისტულ ორგანიზაციებად „ისლამური სახელმწიფოს“ და „ალ ქაიდას“ მსგავს დაჯგუფებებს აღიარებენ, რომლებიც ძალადობას პოლიტიკური მიზნებისთვის მიმართავენ. ლათინურ-ამერიკული კარტელები კი, ფულზე ორიენტირებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები არიან
