Enjoy Travel-ის ვერსიით საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს 25 ქალაქს შორის ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის საუკეთესოდ, ნომერ პირველ ადგილზე დასახელდა
25 საუკეთესო ადგილი ციფრული მოგზაურებისთვის. რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა. მონაცემები Enjoy Travel-ს ეკუთვნის. ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოების ინდექსი, ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ცხოვრების ღირებულება - ეს არის კრიტერიუმების ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი დედაქალაქი 25 საუკეთესო ადგილიდან რეიტინგის სათავეშია
