დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. საცხოვრებელი ფართები ამჯერად, სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება, ეტაპობრივად მიმდინარეობს
