პრაგმატული პოლიტიკა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება და გეოპოლიტიკური ვითარების სწორი ანალიზი
პრაგმატული პოლიტიკა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება და გეოპოლიტიკური ვითარების სწორი ანალიზი - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ, ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გახსნილიყო. დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ოპოზიციის ნაწილი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. მმართველი გუნდი კი, დაახლოებით სამი წლის წინ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ რეზოლუციას იხსენებს, სადაც უკრაინაში ომის თავიდან არიდების აუცილებლობაზე იყო საუბარი
