ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას იღებს
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას იღებს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა მიკრობლოგ იქსის პირად გვერდზე დაწერა, ეს მისი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესია და ამის გარანტორი პირადად პრეზიდენტია. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს უკრაინაში მშვიდობა სურს და მხარს უჭერს. მაკრონის განმარტებით, უკრაინა მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს, ხოლო მშვიდობა გარანტიების საფუძველზე უნდა დამყარდეს. უკრაინის ომის განსახილველად მომდევნო კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ვაშინგტონს ესტუმრება.
