საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
ევროპამ ღრმა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ძილბურანიდან უნდა გამოიღვიძოს, რომელშიც ის სამწუხაროდ გარკვეული პერიოდი იმყოფება. აღნიშნული განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. პრემიერის განმარტებით, ბოლოდროინდელი მოვლენები და ამერიკის შეერთებული შტატების განსხვავებული შეხედულებები ევროპას ავალდებულებს, ძალიან სწრაფად იმოქმედოს და ის გადაწყვეტილებების მიიღოს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო სამიტს დაესწრო.
