ამერიკელი სენატორის ლედსი გრემის განცხადება
ამერიკელი სენატორი ლედსი გრემი წერს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს, თუმცა მიიჩნევს, რომ დამნაშავეა ამერიკის ყოფილი ორი დემოკრატი პრეზიდენტიც- ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა. სენატორი წერს, რომ მათ პუტინთან ურთიერთობისას სამარცხვინო სისუსტე გამოიჩინეს და თავიდან ვერ აარიდეს უკრაინას რუსული აგრესია. გრემი იმ დემოკრატებს, რომლებიც ახლა დონალდ ტრამპის უკრაინისადმი პოლიტიკას აკრიტიკებს, შეახსენებს, რომ მათ 3 წელი ჰქონდათ უკრაინაში ომის დასასრულებლად ემოქმედათ. ლედსი გრემი იმედს გამოთქვამს რომ დონალდ ტრამპი შეძლებს მშვიდობის დამყარებას.
