თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი კანადაში გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ საქართველოში დაბრუნდა
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი კანადაში გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ საქართველოში დაბრუნდა. სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და და თავდაცვის ძალების მეთაური დახვდნენ. მათ სამხედროებს „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს.
